LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგიკული შეცდომა: მამაკაცს მარცხენა ფეხის ნაცვლად მარჯვენა მოკვეთეს

1599
Untitled design (5)

“ტრაგიკული შეცდომა” ავსტრიაში – 82 წლის კაცს, მარცხენა ფეხის ნაცვლად მარჯვენა მოაჭრეს.

შემთხვევა ქალაქ ფრაიშტადტში, ამავე სახელწოდების საავადმყოფოში მოხდა.

დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 18 მაისს მოხუცისთვის მარცხენა ფეხი უნდა მოეკვეთათ, თუმცა ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე, ამპუტაციისთვის, არასწორად მეორე კიდური მოინიშნა, შეცდომა კი მხოლოდ ხუთშაბათს, პაციენტისთვის სახვევების შეცვლის დროს აღმოაჩინეს.

კლინიკაში, რომელიც ჩეხეთის საზღვართან მდებარეობს, მომხდარი “ტრაგიკულ შეცდომად” შეაფასეს, საჯაროდ ბოდიში მოიხადეს და განაცხადეს, რომ პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

სამედიცინო დაწესებულების ცნობითვე, პაციენტს მრავალი დაავადება აწუხებდა, რამაც ფეხებზე იმოქმედა, ერთ-ერთ ფეხზე კი იმდენად, რომ მისი მოკვეთა აუცილებელი გახდა, შესაბამისად, მოხუცს ასევე სჭირდება მეორე ფეხის მოცილება – “ოპერაცია მალე დაიგეგმება” – განაცხადეს კლინიკაში.

“სამწუხარო გარემოებების გამო, ტრაგიკული შეცდომა მოხდა. შოკირებულები ვართ, რადგან სამშაბათს, 18 მაისს, ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფის მიუხედავად, 82 წლის კაცს ფეხი არასწორად მოკვეთეს. გარწმუნებთ, ყველაფერს ვიზამთ, რომ მომხდარი სრულად გამოიძიონ. პაციენტს და მის ნათესავებს ფსიქოლოგიური დახმარება შევთავაზეთ.” – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნორბერტ ფრიჩმა პრესკონფერენციაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g