LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

179
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს, რადგან ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება.

„როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ მათ ლიდერებს უწოდებთ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ლიდერების დარქმევა. ისინი ძალადობის საშუალებით მართავენ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ირანში ხელისუფლებამ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საკომუნიკაციო საშუალებები გათიშა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს.

„ის ამ საქმეში ძალიან კარგია, მას ძალიან კარგი კომპანია ჰყავს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა მასკის კომპანია SpaceX-თან, რომელიც ირანში Starlink-ის სახელწოდების სატელიტურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს.

ცნობისთვის, ირანიდან ინფორმაციის მიღებას ხელს უშლის ის, რომ რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ, მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g