LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრანსპორტერში” საშემოდგომო აქციაა – მოპედის შეძენის შემთხვევაში საჩუქარს მიიღებთ

581

კომპანია „ტრანსპორტერი” მომხმარებელს საშემოდგომო აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ის ვინც, „ტრანსპორტერში” შეიძენს KYMCO-ს ბრენდის მოპედს, საჩუქრად მიიღებს მოპედის ღირებულების 10%-იან ვაუჩერს, იტალიური Tucano Urbano-ს მოპედის აქსესუარების შესაძენად: იქნება ეს ჩაფხუტი, ქარისგან და წვიმისგან დამცავი ფეხის გადასაფარებელი, თუ სხვა.

როგორც  „ტრანსპორტერში” აცხადებენ, მათი კომპანია მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე და მათ მუდმივად მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

ჩვენი კომპანიის ისტორია 2015 წელს დაიწყო. გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს კომპანია 45 საერთაშორისო ბრენდის დისტრიბუტორია საქართველოსა და რეგიონში. „ტრანსპორტერი” რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: რეკრეაციული ტექნიკა, მოტო ტექნიკა, მცურავი საშუალებები, ელექტრომობილები, მათი აქსესუარები და სხვა. ამ მიმართულებით კომპანია ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: კანადური BRP, იაპონური Kawasaki, ევროპის ერთ-ერთი ბესთსელერი KYMCO, იტალიური ITALCAR, ამერიკული Quiksilver, შვედური Husqvarna და სხვა.

ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი გამოცდილება, რეკრეაციული სპორტისა და ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით მაღალი ღირებულებების მქონე კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე მომხმარებელსა და კომპანიას შორის. თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენი შთაგონების წყაროა”, – აცხადებენ „ტრანსპორტერში”.

მათივე ცნობით, „ტრანსპორტერის” მულტიბრენდული სერვისცენტრი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და აქ სერთიფიცირებული ტექნიკოსები მუშაობენ.

ცნობისთვის, კომპანიის სათაო ოფისი თბილისში მდებარეობს, შოურუმები კი „ტრანსპორტერს” როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ბაკურიანში აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები