LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის მხრივ საუკეთესო ქალაქი ვენაა

105

ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის მხრივ საუკეთესო ქალაქი ვენაა. ევროკავშირმა „European mobility award”-ის გამარჯვებულები გამოავლინა და სიაში ის ქალაქები მოხვდნენ, სადაც მობილობა ყველაზე მოსახერხებელია. ევროპულ ქალაქებს შორის საუკეთესო წელს ვენა გახდა. ავსტრიის დედაქალაქმა სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებასთან ერთად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლაც მოახერხა. რაც შეეხება მეორე და მესამე პოზიციას, ფინალისტთა შორის ესპანური გრანადა და ჩეხეთის დედაქალაქი პრაღაც მოხვდნენ. ამ ქალაქების მოსახლეობას უფასო ავტობუსები თუ კარგად განვითარებული ველოტრასები აქვთ, რაც მათ პირად ავტომობილებზე უარის თქმის სტიმულს აძლევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები