LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსპორტის მინისტრს ველოსიპედი მოპარეს

66

ბელგიელ მინისტრს, რომელიც საზოგადოებას ახალ ველოტრასაზე უყვებოდა – ველოსიპედი მოპარეს. „მეტროს“ ინფორმაციით, ტრანსპორტის მინისტრი ბენ ვეიტსი ქალაქ ჰალეში მორიგ პრეს-კონფერენციას ატარებდა. ჩინოვნიკი საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანაში ველოტრასების რაოდენობა ძალიან გაიზრდება და ასევე იმაზე, რომ სახელმწიფო მზადაა ამ პროექტში 300 მილიონამდე ევრო დახარჯოს. ოფიციალური ღონისძიებების შემდეგ კი მინისტრს თავისი ველოსიპედით უნდა გაესეირნა და პატარა ფოტოსესიაც მოეწყო. თუმცა, გარეთ გასულმა აღმოაჩინა, რომ მისი ტრანსპორტი მოიპარეს. ბენმა მაშინვე სამართალდამცავებს მიმართა, თავად კი უკან ავტომობილით დაბრუნდა.