ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე სამსახურის ოფისიდან მერიაში ველოსიპედით მივიდა.
“დღეს ზამთარში სამსახურში ველოსიპედით მისვლის საერთაშორისო დღეა. რამდენჯერმე ვთქვი, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში სამოძრაოდ ველოსიპედს ხშირად გამოვიყენებ. ასე რომ, ამ ტრადიციას საფუძველი ჩავუყარე. დარწმუნებული ვარ, მალე მოვა ის დრო, როცა თბილისში სამსახურში მიმავალი ველოსიპედისტი ჩვეული მოვლენა იქნება”, – განაცხადა მამაუკა მუმლაძემ.