LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაპიზონში ავარიისას დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

264

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამე დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულებს სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ქალბატონს ტრავმის შედეგად ელენთა ჰქონდა დაზიანებული, მას ოპერაცია წარმატებულად ჩაუტარდა და თავს კარგად გრძნობს. იგი ამ დროისთვის პალატაშია გადაყვანილი და მალევე დატოვებს კლინიკას.

რაც შეეხება დაშავებულ ცოლ-ქმარს შაინიძეებს, ქალს სახის არეში ძვლების მოტეხილობა ჰქონდა, მას რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან სახე მთლიანად იყო დაზიანებული. ხოლო მისი მეუღლის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა მოთავსებული. რაც მთავარია, მამაკაცს თავის ტვინი არ აქვს დაზიანებული და დაცვითი ნარკოზის ქვეშაა,“- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ორი დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g