LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრეკი გამოხატავს ტკივილს, რომელიც თან სდევს ემიგრაციას“ – ეკა ლაკი სიმღერის Holy water პრემიერით გადაცემაში „უსმინე ახალს“

659
page

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემას, „უსმინე ახალს“, რომლის წამყვანიც მიკი ჯეჯელავაა, ქართველი ინდი-მუსიკოსი ეკა ლაკი ესტუმრა და პირდაპირ ეთერში სიმღერა დააპრემიერა. მუსიკოსი ემიგრაციის საკითხს ეხმიანება. ტრეკი, Holy water გამოხატავს ტკივილს, რომელიც თან სდევს ემიგრაციას.

როგორ მიმდინარეობს შენი შემოქმედებითი ცხოვრება…

ქაოსური ცხოვრება მაქვს, ახალი ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში. გასულ წელს შვედეთში ვიყავი და დავისვენე. წელს სამი სიმღერის გამოშვებას ვაპირებ. სიმღერა ექსკლუზიურად თქვენთან გავა რადიოში, ონლაინ ხელმისაწვდომი კი 7 ნოემბრიდან იქნება. მომზადებული მაქვს მუსიკალური ვიდეოც, მეორე და მესამე ტრეკები კი ნოემბრის ბოლოს გამოვა.

სიმღერაში Holy water სპეციალურად ქართული ინსტრუმენტები და ქართული მელოდიები გამოვიყენე, სხვა სიმღერებში კი ბევრი მიქსია.

თუ გეგმავ სამომავლოდაც შვედ პროდიუსერებთან თანამშრომლობას?

ეს სიმღერები შვედ პროდიუსერებთან თანამშრომლობით შეიქმნა და მომავალშიც ვგეგმავ, ეს ძალიან საინტერესოა. ახლა ფესტივალებთან დაკავშირებით ვგეგმავთ რაღაცებს. უკვე დაგეგმილია შეხვედრები, თუმცა ჯერ მთავარი გამოწვევა სიმღერების გამოშვებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები