„ტროტუარზე ვიჯექი, მტვერი რომ დავინახე, იმ წუთში მივხვდი, რაც ხდებოდა, გამოვასწარი, გზაზე გადმოვედი და ჩამოიშალა“, – ამის შესახებ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ შენობის ნაწილის ჩამონგრევის ადგილზე მყოფი, თვითმხილველი ქალი აცხადებს.
„ვიცი, რომ ერთი ადამიანია მოყოლილი, მეტი არ ვიცი.
ზუსტად იმის ქვეშ ვიჯექი, რაც ჩამოინგრა…
რაღაც გრუხუნის ხმა იყო და მტვერი რომ დავინახე, მივხვდი რომ რაღაც წყდებოდა, გამოვასწარი და ჩამოიშალა“, – ამბობს თვითმხილველი „ტვ პირველთან“
⭕💬 „ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. ამ ეტაპზე…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.
ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.