“თუ სექტემბრის 15-ისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ გასცემს”, – ამის შესახებ NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ელიან, ახალმა შეზღუდვებმა და ვაქცინაციამ, ქვეყანაში ახალი შემთხვევების მაჩვენებელი სერიოზულად უნდა შეამციროს:
“ღმერთმა არ ქნას, თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება სექტემბრის 15-ისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლი ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ველით, რომ შეზღუდვებმა, რომელიც შემოვიტანეთ და აცრებმა, სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში.
თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ის დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ.” – თქვა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის, დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 12,97%, ბოლო 14 დღის – 10,63%, ბოლო 7 დღის – 11,14%.
კორონავირუსის ანტირეკორდი: გამოვლინდა 6 208 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 47 ადამიანი
კლინიკაში მოხვედრილი ადამიანების 95% აუცრელია: ეკატერინე ტიკარაძე