LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანი ვერ შეძლებს „სინოფარმის“ მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, მათთვის განკუთვნილი ვაქცინა შეინახება – გამყრელიძე

93
ამირან 33

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინით აცრილია 17 492 ადამიანი, ხოლო ჯავშანი გაკეთებული აქვს 26 577 ადამიანს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძიემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ჰქონდა, რომელიც ვაქცინაციისთვის ორ ნაწილად გაიყო.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის მესამე ვაქცინა, რომლის ადმინისტრირება ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე გვაქვს 100 ათასი დოზა. მინდა მოსახლეობისთვის ხაზი გავუსვა, რომ ეს 100 ათასი ორად იყოფა და აიცრება 50 ათასი მოქალაქე. დანარჩენი 50 ათასი ენახება ყველა მოქალაქეს მეორე აცრისთვის. დღევანდელი დღით, ქვეყანაში „სინოფარმით“ აცრილია 17492 ადამიანი, ასევე ჯავშანი აქვს გაკეთებული 26577 ადამიანს.

„სინოვაკზე“ ჯანმოს პირველადი შეფასება საკმაოდ კარგია, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს - გამყრელიძე

„სინოვაკი“ ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში.

ამავე დროს, „სინოფარმის“ გარკვეული დოზები მიმართულია ესენციური ჯგუფებისთვის ჩვენი ვაქცინაციის დანერგვის გეგმის მიხედვით. მოგეხსენებათ, „სინოფარმზე“ აცრები ხდება 18 წლის ზემოთ. 2 აცრას შორის შუალედი არის 28 დღე. თუმცა, ეს არის თვითონ ინსტრუქციით რეკომენდირებული პერიოდი, როდესაც ოპტიმალურია იმუნური პასუხის გამომუშავება. მინდა განვმარტო, რომ თუ რაღაც პირობების გამო, ადამიანი ვერ შეძლებს მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეორე დოზა შესაბამისად მიიღოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

“ხარვეზების მიზეზებს აიტი სამსახური შეისწავლის” – გამყრელიძე განმარტავს, რა საშუალებებით შეუძლია მოსახლეობას აცრაზე დარეგისტრირება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g