LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ არ გაქვს ყველაზე ძლიერი უნარი, სიყვარული, შეუძლებელია იყო სპეციალური განათლების მასწავლებელი…მქონია ემოციური ფიქრები „რამეს ხომ არ ვაკლებ“ – თაკო ჯიქია

148
Untitled design (6)

„თუ არ გაქვს ყველაზე ძლიერი უნარი, სიყვარული, შეუძლებელია იყო სპეციალური განათლების მასწავლებელი,“ – თაკო ჯიქია, რომელიც ინკლუზიური განათლების სპეციალისტია „რუსთავი 2“ – ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს: რას ნიშნავს იყო „სპეცმასწავლებელი. “

„ჩემი მამოძრავებელი ძალაა, რომ ამ ბავშვებისგან სიყვარულს ვგრძნობ, მათ ჩემთან უხარიათ.

ვმუშაობ ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში „სპეცმასწავლებელად“ და მეთხუტმეტე საბავშვო ბაღში ინტეგრირებულ ჯგუფში.

მასწავლებლის როლი მრავალფეროვანია , ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს „კოგნიტიური“ უნარების გაძლიერებაში.

გაკვეთილი უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასში ბავშვი სრულფასოვნად ჩაერთოს, ხოლო შენ უნდა იყო ემოციურად მშვიდი და შეგეძლოს კომუნიკაცია.

მე თუ მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას ამ ბავშვების ძლიერ მხარეებზე, მაშინ დაიმსხვრევა სტერეოტიპი, რომ „ჩემი შვილის ბაღში აუტისტური სპექტრითაა ბავშვი და ხელი არ დაარტყას“: რეალურად მეტი ინფორმაცია გვაქვს ნეგატიური, ვიდრე პოზიტიური,“ – ამბობს თაკო ჯიქია.

უნდა აღინიშნოს, რომ თაკო და მისი მოსწავლეები,  სოციალური ქსელში ძალიან პოპულარულები არიან.

„ვიდეოების გადაღების მიზანი იყო ის, რომ  წამომეწია ძლიერი მხარეები..

ალბათ ჩემი ძლიერი მხარეა, რომ არ ვნებდები.

პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი მქონდა ემოციური ფიქრები „რამეს ხომ არ ვაკლებ“ და ვეკითხებოდი ჩემზე ძლიერებს ამ პროფესიაში.

ჩემი ჩაცმის ფერადი სტილი ყოველდღიურობის ნაწილია ბავშვებს მოსწონთ, რომ მე ვარ ფერადი და ვიცინი.

ბავშვები მაძლევენ მიმართულებას – რა მოსწონთ ჩემში, მეც ვცდილობ გავითვალისწინო,“ – ამბობს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g