LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ არ ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი დაბალანსდეს, ქვეყანა უცხოელი ვიზიტორებისთვის საინტერესო აღარ იქნება და ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა რუსი იქნება“ – რა ხდება აჭარაში

171
ipiccy_image

„ბათუმის თითქმის ყველა რესტორანში ისმის რუსული მუსიკა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით რუსულენოვან ადამიანს. ზღვისპირეთი კულტურული თვალსაზრისით ძალიან გადახრილია”, – საკითხზე BMG-ისთან საბა კიკნაძე საუბრობს.

ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორი საბა კიკნაძე აცხადებს, რომ როგორც ბათუმში, ისე მთლიანად აჭარაში, დამსვენებელთა ძირითად ნაწილს რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსები წარმოადგენენ.

„საშინელება ხდება, ფაქტობრივად მთელ აჭარაში რუსები დომინირებენ. უდიდეს პრობლემას ქმნის ისიც, რომ ეს ადამიანები არა ტურისტულად, არამედ, მუდმივად აქ არიან. ამ ყველაფრით, ბუნებრივია, უკმაყოფილებას გამოხატავენ სხვა უცხოელი ვიზიტორები“, – აღნიშნა საბა კიკნაძემ BM.GE-სთან.

მისივე განმარტებით, თუ არ ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად დაბალანსდეს და არსებული მდგომარეობა შეიცვალოს, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანა უცხოელი ვიზიტორებისთვის საინტერესო აღარ იქნება და საქართველოში შემოსული ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა რუსი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g