LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ასე აპირებთ თავდასხმებით და ძალადობით, უნდა გესმოდეთ, რომ თუ ძალადობით გააგრძელებთ ამ კამპანიის ჩატარებას, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად გაგისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში“ – ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას

130
ლევან ხაბეიშვილი

„უნდა გესმოდეთ, რომ თუ ძალადობით გააგრძელებთ ამ კამპანიის ჩატარებას, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად გაგისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში“ – აღნიშნული განცხადება ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, დებატების გამართვა იმ თემებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლება, რომელიც, მისი თქმით, უკანონოდ არის დაკავებული.

მამუკა მდინარაძე: ეძგვერაძე დააკავეს იმის გამო, რომ პოლიციელებს სავარაუდო დამნაშავის დაკავებაში ხელს უშლიდა და შეურაცხყოფას აყენებდა – გინდათ, თქვენი პროპაგანდის მსხვერპლის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალება „ჭყიპინათი“ გადაფაროთ

„კობახიძეს, ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის ნომინალურ წარმომადგენელს ვთავაზობთ დისკუსიას და დებატებს იმ თემებზე, რომელიც ხალხს ეხება. არა ხელების გადაგრეხით და თავ-პირის ლეწვით, რაც მათი ხელწერაა, არამედ დავსხდეთ და თუ გაქვთ 12 წლის თავზე ხალხთან სალაპარაკო, ამ თემებზე ვისაუბროთ, თუ როგორ მოგვარდება ეს პრობლემები. თუ ასე აპირებთ თავდასხმებით და ძალადობით, უნდა გესმოდეთ, რომ თუ ძალადობით გააგრძელებთ ამ კამპანიის ჩატარებას, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად გაგისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლება, რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ ჰყავთ დაკავებული და ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიის წარმოებაში…

ჩვენ გვინდა დისკუსია იყოს მაღალანაზღაურებად შემოსავალზე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. რომ გაიღვიძებენ დილით, ფიქრობენ, როგორ გადაიხადონ საბანკო სესხი, კომუნალური გადასახადები, როგორ მოუარონ და უშველონ როგორღაც საკუთარ ოჯახებს, მაგრამ მათი პასუხია ირაკლი ეძგვერაძის, ირაკლი ნადირაძის დაკავება, თავდასხმა ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებზე. ჩვენი ამოცანაა ადამიანების საჭიროებაზე ვისაუბროთ, მაგრამ მათივე ენაზე „დუშკაბინაში“ გამოწყობილი ივანიშვილისთვის” ეს მეასეხარისხოვანია“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა.

მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, „კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, – განაცხადეს უწყებაში.

მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g