LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ასე გაგრძელდა, ავტომატურად მოხდება რევოლუცია“ – პაატა ბურჭულაძე

143
პაატა ბურჭულაძე

„რუსთაველის გამზირი ხალხს ვერ იტევს. სტუდენტები მიხვდნენ რომ ქვეყნის მომავალი მათ ხელშია. რევოლუციების დრო გავიდა, თუმცა თუ ასე გაგრძელდა ავტომატურად მოხდება რევოლუცია“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მსოფლიო ბანი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ ისინი, ვინც ხალხს უღალატა ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ.

„მათ რომ ნამუსი ჰქონდეთ დღეს მთავრობაში არ უნდა იყვნენ. ისინი არავის სჭირდება. არავის უნდა საბჭოთა კავშირში, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი არ მივიღოთ.

ყველა ზღვარს გადავიდნენ. საქართველო არის ღირსეული ხალხის ქვეყანა“ – განაცხადა მსოფლიო ბანმა.

პაატა ბურჭულაძემ პირდაპირ ეთერში გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და თქვა, რომ სპეცრაზმის ქუჩაში გამოყვანით ხელისუფლებამ პროვოცირება მოახდინა და მოქალაქეების აგრესიაც სწორედ მათი გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

„საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენი საქმეა ბრძოლა სიმართლისთვის“ – განაცხადა ოპერის მომღერალმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ „არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ჩხრეკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები