LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ასეთი პატრიოტია, აიღოს ავტომატი, მოვიდეს და დაგვხოცოსო“ – კიკაბიძე მედვედევის ჯილდოზე უარსა და რუსების რეაქციაზე

869
kikabidzeeeee

მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ დიმიტრი მედვედევის ჯილდოზე უარის თქმის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლებისგან უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

„უარი რომ ვთქვი, არ მეგონა რომ ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. მე მგონი ნებისმიერს ასე უნდა გაეკეთებინა. ეს რომ გახდა ცნობილი, ისეთი რაღაცები დაწერეს ინტერნეტში. ლეშენკომ დაწერა, თუ ასეთი პატრიოტია ბუბა, აიღოს ავტომატი, მოვიდეს და დაგვხოცოსო. კაბზონმა ცუდი რაღაცები დაწერა, მერე კიევში შემხვდა და ეგ მე არ დამიწერია, ჩემი სახელით ვიღაცამო. შენ თუ არ დაგიწერია, აგაშენა ღმერთმათქო. მე მაინც ვცხოვრობ ისე, მეორე ლოყას ვუშვერ ხოლმე. გაჭირვების დროს ჩანს თეთრი და შავი“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ ფორმულას ეთერში.

მომღერალმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„უკრაინამ გაიმარჯვა. მაგრამ რაღაც დაარტყან ბუნკერს, სადაც არის (ვლადიმერ პუტინი) და ჩაიტანოს მთლიანად და მორჩა, იმიტომ რომ ეგ როგორც კი წავა ყველაფერი შეიცვლება. მსოფლიო დამშვიდდება და რუსეთი დაიშლება, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ“, – აღნიშნა კიკაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g