LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ აშშ-ში მიემგზავრებით, ეს უნდა იცოდეთ – ხვალიდან ძალაში ახალი მოთხოვნები შედის

267
125273482-3938359862849571-6855762242242375650-o

Qatar Airways-ი საკუთარ მგზავრებს აშშ-ში დაწესებული რეგულაციების შესახებ აფრთხილებს. ყატარული ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2021 წლის 26 იანვრიდან ძალაში შედის აშშ მთავრობის მოთხოვნა: მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან აშშ-ს ნებისმიერ ქალაქში გამგზავრების მსურველმა უნდა წარადგინოს COVID-19 ნეგატიური ტესტი ან COVID-19-დან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი. ინფორმაციას “ავიანიუსი” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალება ნებისმიერი ქვეყნის, 2 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეს, თუ ის გაფრენამდე არ წარადგენს: (1) COVID-19-ის ვირუსის გამომწვევ SARS-CoV-2-ზე აღებული ტესტის ნეგატიურ პასუხს ან (2) COVID-19-ის ვირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ წერილობით ან ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს თავდაპირველ COVID-19-ის ვირუსის გამომწვევ SARS-CoV-2-ზე აღებული ტესტის დადებით პასუხს და ლიცენზირებული სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემულ ოფიციალურ წერილს, რაც ადასტურებს, რომ პირი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან და შეუძლია მგზავრობა; (3) მგზავრობის ატესტაციის ფორმა – აუცილებელია მოცემული დოკუმეტის ამობეჭდვა, შევსება, ხელმოწერა და რეგისტრაციაზე წარდგენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები