LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ბავშვი ჯანმრთელია, ზღვაზე მისი წაყვანა ნებისმიერ ასაკში შეიძლება“ – ექიმი კომაროვსკი

444
doctorlkomarovskinews191

უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საკუთარ ფორუმზე მშობლების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა 6 თვის ბავშვის წაყვანა ზღვაზე, ექიმი პასუხობს:

„ბავშვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. როგორც წესი, თუ ბავშვს გულსისხლძარღვთა ან სახსრების პრობლემები არ აქვს, ის ადვილად ადაპტირდება გარემოსთან. ხშირად ახალ გარემოსთან შეგუების პროცესში ბავშვი კარგავს მადას. ამ დროს მნიშვნელოვანია, არ დავაძალოთ მას ჭამა. გადასარევია, თუ გავაგრძელებთ ძუძუთი კვებას. ასევე მნიშვნელოვანია, ზღვაზე ვიზიტის პირველივე დღეებში არ მივაცხრეთ საათობით ზღვას და მზეს. გამზგავრებამდე აუცილებელია მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, საცხოვებელი ბინის, კვების, სამედიცინო მომსახურების, დაზღვევის და უახლესი სამედიცინო პუნქტის. ზოგადად, თუ ბავშვი ჯანმრთელია, ზღვაზე მისი წაყვანა ნებისმიერ ასაკში შეიძლება“, – აცხადებს პედიატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g