LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ჩემი კოლეგები კანონპროექტს დათანხმდებიან, მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ 20 ივნისის საქმე მეტნაკლებად გათეთრდეს: დეკანოიძე

62
ხატია დეკანოიძე

“ჩემს კოლეგებს ამ კანონპროექტზე დათანხმება თუ მოუწევთ, მათ მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც იმაზე, რომ 20 ივნისის საქმე მეტნაკლებად გათეთრდეს”, – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ამნისტიის პროექტი კომპრომისია, თუმცა კომპრომისი 20 ივნისის მოვლენების კონტექსტში – არასასურველია.

ამნისტიის პროექტზე, რომელიც ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ დარღვევებს და დაკავებებს ეხება, კომიტეტმა მუშაობა დაიწყო: ოხანაშვილი

მისი თქმით, ამნისტია არ უნდა ეხებოდეს მათ, ვინც ადამიანებს თვალები დათხარა:

“ამნისტია არ უნდა ეხებოდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისს ადამიანებს სხეულის ძალიან მძიმე დაზიანება მიაყენა და თვალები დათხარა ადამიანებს. როგორც ვიცით, ასეთი სამართალდამცველები ნაგულისხმევი არიან კანონპროექტში. ჯერ არ გვინახავს კანონპროექტი, მაგრამ არიან. ჩემს კოლეგებს ამ კანონპროექტზე დათანხმება თუ მოუწევთ, მათ მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც იმაზე, რომ 20 ივნისის საქმე მეტნაკლებად გათეთრდეს.” – თქვა მან.

რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია სამართალდამცავებზე - თამარ ონიანი განმარტავს

"თუ ვინმეს კითხვა შეიძლება გაუჩნდეს, რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია სამართალდამცველთა მიმართებით ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი"

დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიისთვის გირაო კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია უპირობოდ გათავისუფლდეს:

“ნამდვილად საინტერესო ინიციატივაა, რომ ევროპარლამენტარები შესაძლოა, ნიკა მელიას თავდები იყვნენ და გენერალურ პროკურატურას მიმართონ. როგორ წარიმართება პროცესი, ჯერ არ ვიცი.

გირაო ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ასევე მიუღებელია ამნისტია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც “ნაციონალური მოძრაობისთვის” ყოველთვის იყო, ეს არის ის, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს უპირობოდ. ეს არის ფორმა, როგორც დააკავა ის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ. უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკურად იმიტომ რომ, პროკურატურა არ არის სამართალდამცავი ორგანო, პროკურატურა არის პოლიტიკური ორგანო. შესაბამისად, ნიკას გათავისუფლება ყოველგვარი პირობების გარეშე არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ხაზს უსვამდა.

მხოლოდ შეთანხმების შემდეგ, რომელსაც ხელი მოაწერეს ჩვენმა კოლეგებმა, თუ ვსაუბრობთ ნიკას გათავისუფლების მექანიზმზე და ამ შემთხვევაში ევროპარლამენტარების თავდებობაზე, ე.ი. გაცილებით მეტის მიღწევა იყო შესაძლებელი, გაცილებით მეტი პრინციპულობით, რადგან ახლა ჩნდება ახალი წინადადებები. ნიკას პოზიციის დამცველი კონკრეტული მექანიზმი დოკუმენტში არ იყო.” – თქვა დეკანოიძემ.

შეგახენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზე. საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება.

პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგის მხრიდანაც, ამნისტია უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე: ქადაგიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები