LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ დღეს ვიგლოვებთ და ხვალ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ეს ტრაგედია არ დამთავრდება”

collage

“თუ დღეს ვიგლოვებთ და ხვალ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ეს ტრაგედია არ დამთავრდება” – ასე ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი დიდ დიღომში, 16 იანვარს მომხდარ ტრაგედიას. ინაშვილი წერს, რომ დედაქალაქი გაზის ნაღმზე დგას.

ირმა ინაშვილი წერს:

ისეთი დიდი ტრაგედია მოხდა, ყველა სიტყვა უაზრობაა. ვერ იტევს ვერც ერთი სიტყვა ამ ენითაუწერელ უბედურებას.

ახლა ბევრი ენთუზიასტი და პროფესიონალი გვიხსნის, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ გაზის მიწოდების სისტემა, რა ფორმით უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები და ა.შ. ბევრი რეკომენდაცია წავიკითხე. უმეტესობა სასარგებლოა, მაგრამ დღეს დიდ დიღომში დაღუპულ ადამიანებს ვეღარ გავაცოცხლებთ. ესაა დიდი ტკივილი, დიდი ტრაგედია.

ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ სინამდვილეში მთელი თბილისი გაზის ნაღმზე დგას.
თუ ამ ფეთქებადსაშიშ ვითარებას სისტემურად, ჭკვიანურად, ძირეულად არ მივუდგებით და მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებს არ დავუთმობთ ასპარეზსს… თუ ორიენტირებული არ ვიქნებით ადამიანების სიცოცხლის დაცვაზე და გაუმაძღრობას, უყურადღებობას, სიბეცეს არ შევწირავთ ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ გამოსავალს ვიპოვით.

თუ დღეს ვიგლოვებთ და ხვალ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ეს ტრაგედია არ დამთავრდება.

დასაჭერიც უნდა დაიჭირონ და სისტემაში პროფესიონალების მოზიდვაც უნდა დაიწყონ! დაუშვებელია თამაში ადამიანების სიცოცხლესთან! – აღნიშნავს ინაშვილი.

აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძნობს, დანარჩენი პაციენტები ექიმებმა სახლში გაწერეს.
საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g