LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ FBI არ ჩაერთო, შიმშილობას დავიწყებ…ასე ხოცავენ ყველას და აშინებენ ხალხს” – ბაჩალიაშვილის ოჯახის აქცია საელჩოსთან

133
116743491-717859238760766-8024323058232327348-n

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ აქცია გამართეს. როგორც გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, მისი შვილის საქმის გამოძიებაში თუ ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, საელჩოს შენობასთან შიმშილობას დაიწყებს.

“თუ არ მოხდება FBI-ის ჩართვა საქმეში, საელჩოსთან შიმშილობას დავიწყებ. წიწილა მომიკვდა თუ შვილი სულ არ აინტერესეთ. ასე ხოცავენ ყველას და ასეთ მაგალითს უჩვენებენ.

ასე აშინებენ ხალხს – აი, ვინმემ თუ რამე მაკომპრომიტირებელი რამე მოიპოვა ასე დაგემართებათო. ამას ნიშნავს ეს” – აცხადებს გარდაცვლილის დედა “ფორტუნასთან” საუბარში.

თეონა თამაზაშვილის განმარტებით, ოჯახის თხოვნის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრს მათთან შეხვედრის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს. მისივე თქმით, მთავრობის აპარატიდან არავინ არ დაკავშირებია.

ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს, ამიტომ მიმართავს აშშ-ს ელჩს საქართველოში და პირადად კელი დეგნანს სთხოვს დახმარებას. ამ დროისათვის გარდაცვლილი გოგონას მშობლებთან საელჩოდან არავინ არ გამოსულა.

“პრემიერის მხრიდან სრული იგნორია. არანაირი იმედი არ მაქვს გამოძიების. დღეს დიდი იმედი მქონდა, რომ ელჩი კელი დაგნანი შემხვდებოდა, მაგრამ ჯერ არ გამოსულა. ვნახოთ, ელჩი რამდენად გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდება” – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა

გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს – ბაჩალიაშვილის დედა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g