LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გახარიას პოლიტიკაში დარჩენა სურს, 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს: სერგი კაპანაძე

70
სერგი კაპანაძე

“თუ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენა სურს, მას 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს”, – ამის შესახებ განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, გიორგი გახარიას პასუხების გაცემა, უკანონო მოსმენებზე და სუს-ის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაზე მოუწევს.

გახარიას განცხადებას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების დეპუტატები აფასებენ

გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ – ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი: ელისო ბოლქვაძე

„უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება, თუ გახარიას ვიხილავთ ოპოზიციური პარტიის ლიდერად” – ალეკო ელისაშვილი

ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, თუმცა პასუხისმგებლობებს ვერსად გაექცევა: ელენე ხოშტარია

“მე არ ვიცი, გიორგი გახარია რას აპირებს. ამაზე ალბათ, თვითონ ისაუბრებს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ გახარიას, ისევე როგორც მასთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს, ძალიან ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის, ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან, როგორ ხდებოდა სუს-ის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა უკანონო მოსმენები. ასევე, ძალიან ბევრ პრობლემაზე, რომელიც ამ ქვეყანაშია, პირადად პასუხისმგებელია ბატონი გახარია, ამიტომ თუ მას უნდა პოლიტიკაში დარჩენა, ეს რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია, აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა,” – განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი დღეს გააკეთა.

“არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ” – გიორგი გახარია

ვიდეო: მეც მომენატრეთ – გიორგი გახარია ჟურნალისტებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g