LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გავედით… დინამოს ფეიენოორდი შეხვდა: სხვებს?..

154
66142894-2316459228430130-2571899323914649600-o

სამი ქართული გუნდი ევროთასებზე გამოსვლას განაგრძობს. დღეს „საბურთალოს“ მეორე მეტოქე ელოდება ზაგრების „დინამოს“ სახით, ორ დღეში კი თბილისის „დინამო“ და „ჩიხურაც“ ითამაშებენ. მეტოქეები რთული გვყავს, მაგრამ სხვანაირად ვერც იქნებოდა. თუ გავიარეთ ეს რაუნდი, მერე ვინ შეგხვდება, ისიც ცნობილი გახდა.

თბილისის „დინამოს“ (თუ „გაბალა“ გაიარა) არც მეტი არც ნაკლები როტერდამის „ფეიენოორდი“ შეხვდება. გარდა მეტოქის სიძლიერისა, გულშემატკივარს უმალ 1981 წელი გაახსენდება, როდესაც ჩვენმა „დინამომ“ თასების თასის ნახევარფინალში დაძლია ჰოლანდიური ბარიერი, ფინალში გავიდა და თასიც აიღო. თან როტერდამის განმეორებითი თამაში ერთ-ერთი ხმაურიანია „დინამოს“ ისტორიაში, როდესაც აშკარა მიკერძოება იყო მეტოქის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, დღეს ძალთა თანაბარდობა აღარ არის.

თუ „დინამომ“ „გაბალას“ სძლია, „ფეიენოორდთან“ პირველ მატჩს როტერდამში 8 აგვისტოს გამართავს, თბილისში კი მატჩი 15 აგვისტოს ჩატარდება.

ევროპა ლიგაზე მონაწილე მეორე ქართული გუნდი, საჩხერის „ჩიხურა“, შოტლანდიური „აბერდინის“ დამარცხების შემთხვევაში, ხორვატულ „რიეკას“ დაუპირისპირდება.
ეს შეხვედრებიც 8 და 15 აგვისტოს გაიმართება.

თუ „საბურთალომ“ ხორვატების დამარცხება ვერ მოახერხა, ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ისეთი მეტოქე დაელოდება, რომელთანაც წარმატებაზე ფიქრი ნამდვილად შეიძლება. ჩვენი ჩემპიონის მეტოქე ერევნის „არარატსა“ და გიბრალტარის „ლინკოლნს“ შორის გაირკვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები