როცა არის ძალიან დიდი რაოდენობა და მოცვა დიდია, დიდ რაოდენობაში, რაც არ უნდა სუსტი იყოს შტამი, მძიმე ავადმყოფების რიცხვი ბევრი იქნება – ამის შესახებ მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე საუბრობს.
“თუ გვინდა გადავრჩეთ, არ მოხდეს გავრცელება და არ დავრჩეთ ბებია-ბაბუების გარეშე, ისევე, როგორც შარშან იტალიაში მოხდა – ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად აცრისაკენ,” – აცხადებს ჩხაიძე.
ლეტალობის მაჩვენებელი ისევ საგანგაშოდ მაღალია.
ბოლო 24 საათში საქართველოში 48 640 ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა, 1 768 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.