LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ისრაელიდან დაბრუნება გსურთ, თელ-ავივი-თბილისის ავიაბილეთები დღეიდან გაიყიდება

184
airliner-approaches-national-flag-tourism-related-d-commercial-airplane-landing-behind-israeli-israel-rendering-170337611

ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 18 აპრილს დაგეგმილ თელ-ავივი-თბილისის ავიარეისებზე, ბილეთების რეალიზაცია დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ავიაკომპანია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს, თბილისის დროით 12.00 საათზე გაიხსნება გაყიდვები თელ-ავივის რეისისთვის! დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები კვლავ შეზღუდულია! მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა ან ბილეთების დაბრუნება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბილეთის შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ერთი გზის, თელ-ავივი-თბილისის ბილეთის ფასი 199 ევროა.

შეგახსენებთ, თელ-ავივი-თბილისის ავიარეისი 18 აპრილს შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები