LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ნანა კოსტავა მიიჩნევს, რომ ცოდვა ჩაიდინა, ის მართლმადიდებელია და ეკლესიაში მოინანიებს ჩადენილს”

271
kostava

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”ქართული ოცნებიდან“ აცხადებს, რომ ის ნანა კოსტავას განცხადებებს ემიჯნება, თუმცა მისი თანაგუნდელობის არ რცხვენია. “არ მიტყდება ნანა კოსტავასთან საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა,“ – აცხადებს ალეკო ახალაძე.

„ნანა კოსტავამ ძალიან შეუფერებელი ფორმით, მაგრამ გააკეთა აგრესია იმ მოვლენაზე, რასაც ჰქვია რწმენის შეურაცხყოფა, სხვათა შორის რწმენის შეურაცხყოფა ამ შეხვედრაზეც ვიგრძენი. მე ვემიჯნები ნანა კოსტავას  იმ გამონათქვამს, მაგრამ ერთმა ისიც კი მითხრა, არ გიტყდებაო ნანა კოსტავასთან საკრებულოში ყოფნაო? არ მიტყდება ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება იმ კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა, რომლებიც ჩვენთან არიან,“ – ამბობს ახალაძე.

სამოქალაქო აქტივისტები კი აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოში დეპუტატის მანდატით სარგებლობა გააგრძელოს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს, კოსტავა პარტია „კონსერვატორებიდან“ გარიცხონ. ლატარიას თქმით, ამის შესახებ ის პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს უკვე ესაუბრა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები სამოქალაქო აქტივისტებსაც შეხვდნენ. როგორც, მმართველი გუდნის დეპუტატები ამბობენ, ისინი არ ეთანხმებიან კოსტავას სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, მაგრამ არ აქვთ ბერკეტი, საკრებულოს მანდატი ძალით დაატოვებინონ. მათი თქმით, თუ ნანა კოსტავა მიიჩნევს, რომ ცოდვა ჩაიდინა, ის მართლმადიდებელია და ეკლესიაში მოინანიებს ჩადენილს.

“იმდენი ხმა მოუტანა „ქართულ ოცნებას“, რომ თქვენ რომ შეიკრიბო და გაათმაგოთ თქვენი სამოქალაქო აქტივობა, იმაზე მეტი იქნება,“ – განაცხადა დეპუტატმა.

მწვავე კრიტიკისა და საზოგადოების აღშფოთების შემდეგ კოსტავა მიდიოდა საკრებულოდან, თუმცა შემდეგ ეს გადაიფიქრა.

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს არაეთიკური განცხადებები გააკეთა ჟურნალისტ სალომე ბარკერსა და მაია ასათიანზე. ასევე, ზუგდიდში მერის არჩევნების დღეს ერთ-ერთი უბნიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავას ძალით გამოყვანისთვის მან პოლიციელები შეაქო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g