„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ დააბეჩავა და გააბანძა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოდან არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ იყო“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი NATO-ს სამიტზე „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა, ხოლო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოწვევა არც კი გამოუგზავნეს:
„უცხოეთში საქართველოს იმიჯი დაზიანებულია. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი არ გაუშვეს.
„დარწმუნებული ვარ, 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დიდი ანგარიშით” - კახა კალაძე
„დარწმუნებული ვარ, 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დიდი ანგარიშით” - კახა კალაძე
ორღობის დედაკაცივით NATO-ს და ევროკავშირს, რომ ლანძღავ, განსაკუთრებით კალაძე, ქალაქს მიხედოს უბედურ დღეშია, დგას და საგარეო საქმეთა მინისტრად წარმოიდგინა თავი.
ნახევარ თბილისში წყალი და შუქი არ მოდის, ამაზე კი არ ფიქრობს. რომ ლანძღავდნენ, იქ რა არ იციან ესენი აქ რას ლაპარაკობენ? თუ ქვის ხანაა და იქ არ შეიტყობენ?! 21-ე საუკუნეა, ნათქვამი არ აქვთ და უკვე გაგებული აქვთ.
შესაბამისად, როგორც ვექცევით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ასე აგდებულად მოგვექცნენ. ეს იყო ჩვენთვის კრახი. ასპირანტი ქვეყანა ვართ და ამ დროს არ იწვევენ პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს“, – განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მანვე შეაფასა გავრცელებული ინფორმაცია, გიორგი ვაშაძის შესაძლო „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის შესახებ და თქვა, რომ ენმ თანდათან კომიკური პარტია ხდება, რადგან პრემიერობის კანდიდატს წელიწად-ნახევრით ადრე ასახელებენ.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ გიორგი ვაშაძე იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ - სერგო ჩიხლაძე
„ჩვენ ვისურვებდით, რომ გიორგი ვაშაძე იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ - სერგო ჩიხლაძე
„ძალიან კარგია, რომ კომიკური პარტია ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად გამოაკლდება მხარდამჭერი, უფრო გამარტივდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება. „ნაციონალური მოძრაობის“ ზიზღზე, სიძულვილზე, დაბრუნების შიშზე „ქართული ოცნება“ 11 წელია დგას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
სააკაშვილი: უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა „მშრალზე“
მისივე თქმით, ღირებულებითი ერთობა ექნება იმ პარტიებთან, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო ძლიერი სახელმწიფო გახდეს და არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალური მოძრაობასთან“ სალაპარაკო არაფერი აქვს.
„ჩემი პოლიტიკური მიზანია „ქართული ოცნება“ გავუშვათ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დავაბრუნოთ ხელისუფლებაში.
თუ „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ, ეს იქნება ნაბიჯი წინ და „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მოვა ხელისუფლებაში ეს იქნება 2-ნაბიჯი უკან.
ღირებულებითი ერთობა მექნება იმ პარტიებთან, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო გახდეს ძლიერი სახელმწიფო და რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი.
ჩვენი პარტიის მიზანი უახლესი 1 წლის განმავლობაში იქნება ის, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა პრობლემა არ იყოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ირაკლი კობახიძე: რა მოცემულობაც იყო ბუქარესტის სამიტის შემდეგ, პრაქტიკულად ის მოცემულობა დარჩა
„მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებამ“ თავისი თავი ამოწურა.
„მინდა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ამ ხალხმა ამოწურა თავისი თავი, ახლა თვითონაც წვალობენ და ქვეყანასაც აწვალებენ.
ჩვენს ხელისუფლებებს ბოლო ჟამი რომ აქვთ, ისე არის „ქართულ ოცნება“. ჩვენი ხელისუფლებები, როდესაც ამოწურავს ხალხის დარწმუნების რესურსს, როცა იწყება მისი რეიტინგის ვარდნა, შემდეგ იწყებენ ქვის სროლას. ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.