როგორც იცით, 2019 წლის ნოემბრიდან, Ryanair-ი ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ ავიარეისებს მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შეასრულებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბარგის გადატანის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
„Ryanair-ის ყველა ბილეთის საფასურში შედის მხოლოდ მცირე ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომებია: 40x20x25 სმ. მგზავრებს მისი ატანა თვითმფრინავის სალონში შეუძლიათ.
პრიორიტეტის სერვისის დამატების შემთხვევაში, მცირე ზომის ხელბარგთან (40x20x25 სმ) ერთად, თვითმფრინავის სალონში შეგიძლიათ, აიტანოთ სამგზავრო ჩემოდანიც, რომლის მაქსიმალური ზომებია: 55x40x20 სმ, მაქსიმუმ 10 კგ.
– დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ავიაკომპანიის ვებგვერდს: http://bit.ly/2mk8I17 “- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.