„თუ რუსეთმა მობილიზაცია დაიწყო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ეგ ჩვენთვის არც ისე ცუდია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი წერს და ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე მიუთითებს:
„დაიწყება ბუნებრივი გადარჩევის პროცესი:
– ვინც გონიერია და აქეთ გადმოვა, გადარჩება და ჩვენთან ერთად იცხოვრებს მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგაც (რა თქმა უნდა, ეს 1 და 2 დღეში არ მოხდება და სამუშაოა ამ მიმართულებით).
– ვინც სულით რუსი იმპერიალისტია, წავა ომში და შეეწირება რუსეთის „დიდებას.“
ომში კი უკრაინაც გაიმარჯვებს და საქართველოც!“ – წერს ზურაბ ბატიაშვილი Facebook-ზე.