LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ სამყაროს შეცვლა გსურს, ჯერ თვითონ შეიცვალე!“ – მაჰათმა განდის ცნობილი ფრაზები

20191
5

სწორედ მაჰათმა განდი იყო ერთ-ერთი, ვინც უარი თქვა მატერიალურ სიკეთეზე და ცხოვრება სამყაროს, პირველ რიგში მშობლიური ინდოეთის უკეთესობისკენ შეცვლას შესწირა, სახელი კი, მილიონობით მიმდევრის წყალობით შეიძინა, რადგან „მაჰათმა“ ინდურად „დიდ მასწავლებელს“ ნიშნავს.

ცნობილი ადამიანების ციტატები

მაჰათმა განდის ცნობილი ფრაზები

საკუთარი თავის პოვნის საუკეთესო მეთოდი, სხვების მიბაძვით ცხოვრებაზე უარის თქმაა! ადამიანი საკუთარი აზრების, ოცნებების პროდუქტია.

სიკეთეზე ფიქრს ყოველთვის სიკეთე მოაქვს, ბოროტება კი, საოცარი სისწრაფით მრავლდება.

მტერი ჯერ ვერ გამჩნევს, მერე დაგცინის, ბოლოს ბრძოლაში გიწვევს და საბოლოოდ ისევ თვითონ მარცხდება.

სუსტი არასდროს პატიობს, პატიება ძლიერის თვისებაა!

მთავარია იპოვო მიზანი და რესურსი მის მისაღწევად ყოველთვის მოიძებნება.

სიყვარული არაფერს არ ითხოვს, არ აპროტესტებს და არ სჭირდება შურისძიება!

მხოლოდ მაშინ დაამარცხებ სასოწარკვეთას, როცა საკუთარი ვნებების კონტროლს ისწავლი!

თავისუფლებას ფასი არ აქვს, თუ შეცდომის დაშვების უფლებას არ ითვალისწინებს.

უკეთესია გამოიჩინო სისასტიკე, ვიდრე საკუთარი უძლურება ძალადობით შენიღბო.

ზოგჯერ მტკიცედ ნათქვამი „არა!“ სჯობს, ხათრიან „კი“-ს, რომელსაც მხოლოდ პრობლემებისგან თავის დასაღწევად ან სხვების გულის მოსაგებად ამბობ!

mazda magti 5g