რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ჰპასუხობს რუსი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, დაწერდა თუ არა სიმღერას საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის:
„მე თავმდაბალი ადამიანი ვარ. თუ დამიკავშირდებიან და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე სიმღერის დაწერას მთხოვენ, აუცილებლად დავწერ. ეს დღეს ყველაზე დიდი შთაგონებაა საქართველოში, აქ ხალხი განადგურებულია პოლიტიკით, აქ ფეხბურთი ერთადერთია, რამაც ხალხი გააერთიანა, რწმენის, ნაციონალობისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.
მინდა, რომ ეს ატმოსფერო ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს. მით უფრო, საქართველოს ურთულესი დრო ელის, წინა არჩევნებია“, – ამბობს პავლიაშვილი.
რუსული აგრესიის მხარდაჭერის გამო, ყაზახეთში სოსო პავლიაშვილის კონცერტების გაუქმებას ითხოვენ