LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ შევალთ ამ პროცესში, ძალიან სასაცილოდ გამოვჩნდებით“ – რატომ არ აპირებს „მოქალაქეები“ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭიროს?

168
levan-ioseliani-w-h

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“ საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” და პარტია “ლელოს” ინიციატივას მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ლევან იოსელიანმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.

„ზოგადად, მედიიდან შევიტყვე ამ ინიციატივის შესახებ. კარგი იქნებოდა პირდად გვქონოდა შეხვედრა, რომ გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრება.

ეს ინიციატივა განწირულია, ოპოზიციას არ ჰყავს იმდენი დეპუტატი პარლამენტში, რომ საბოლოო ჯამში ნდობის გამოცხადების საკითხი მიიყვანოს ბოლომდე.

როგორც კი შევალთ ამ პროცესში, ძალიან სასაცილოდ გამოვჩნდებით ყველას თვალში, რადგან ვიცით რა საბოლოო მიზანი, რომ ვერ იქნება მიღწეული. ამიტომ არ ვაპირებთ ამაში მონაწილეობას, თუმცა პატივს ვცემ ინიციატორებს და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” და პარტია “ლელომ” მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების თაობაზე კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან უკვე დაიწყეს.

magti 5g