“თუ ახალი შემთხვევები ცოტა გვექნება, როგორც ახლა, თუ ამაში დავრწმუნდებით, მერე აუცილებლად მთელი რიგი შეზღუდვები უნდა შერბილდეს”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ინფეცქიის გავრცელების მასშტაბი უფრო ნათელი გახდება, თუ ტესტების რაოდენობა მოიმატებს.
„აქამდე რეალური სურათი სულ ბოლომდე წარმოდგენილი არ იყო, რადგან ტესტების რაოდენობა საკმარისი არ იყო. თუ ჩვენ დავრწმუნდებით იმაში, რომ ვირუსის შიდა გავრცელება არ იქნება ფართო და ახალი შემთხვევები ცოტა გვექნება, როგორც ახლა, თუ ამაში დავრწმუნდებით, მერე აუცილებლად მთელი რიგი შეზღუდვები უნდა შერბილდეს. ასე დიდხანს ვერ იქნება, რადგან ჩვენ არ ვიცით ვირუსის ეს მასშტაბი სადამდე გაგრძელდება“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულია 420 შემთხვევა. მათგან 111 გამოჯანმრთელებულია. 5 გარდაიცვალა.
ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 5223 , სტაციონარში- 584 პირი იმყოფება.