თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზში“ საჩუქრების აქცია დაიწყო. უფრო კონკრეტულად, „თალიზი“, რომელიც 21 წელია ლიდერია თმის გადანერგვის სფეროში საქართველოში, გაზაფხულის დღესასწაულების დადგომასთან დაკავშირებით, აცხადებს 50 %-იან ფასდაკლებას ნებისმიერ პროცედურაზე.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტს -50 % ფასდაკლებით შეუძლია გადაინერგოს თმა, წვერი, წარბი ან ჩაიტაროს თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები (მეზოთერაპია ან პლაზმო ლიფტინგი).
აღსანიშნავია, რომ კლინიკაში „თალიზი“ თმის გადანერგვა კეთდება რამდენიმე მეთოდით და რაც მთავარია, უმტკივნეულოდ! პაციენტი პროცედურიდან 4 საათში უკვე სახლშია.
აქცია გრძელდება 2 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით.
შეგახსენებთ, თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზი” დაარსდა ქ. თბილისში 1998 წელს. „დღეისთვის, „თალიზი” თმის ტრანსპლანტაციის მსოფლიოში აღიარებული მოწინავე კლინიკაა. კლინიკა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრია. „თალიზში“ პაციენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. დღეისათვის „თალიზის“ ფილიალები წარმატებით ფუნქციონირებს უკრაინაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ხოლო საკონსულტაციო ცენტრები – სამხრეთ კორეაში, ირლანდიაში, ლიტვასა და ესპანეთში.