LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თქვენი პოზიციები განსხვავებულია, რატომ არ გმობთ ფიგურებს, რომლებიც ქვეყნისთვის მოღალატეობრივ, პრორუსულ პროპაგანდას ეწევიან: ბოკერია “ქართულ ოცნებას”

62
fortuna.ge - 2022-03-23T180833.458

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა და მმართველ გუნდს მიმართა.

როგორც ბოკერიამ მიმართვის დროს, აღნიშნა, საინტერესოა, თუ ხელისუფლების პოზიციები განსხვავებულია, მაშინ რატომ არ გმობენ კონკრეტულ ფიგურებს, რომლებიც ამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივ, პრორუსულ პროპაგანდას ეწევიან:

“მაშინ, როდესაც ზელენსკი საუბრობს ნეიტრალიტეტზე, მაგრამ იქვე აზუსტებს, რომ საუბარია ორმხრივ გარანტიებზე უკრაინისთვის აშშ-სგან ან ნატოს სხვა წევრი ბირთვული სახელმწიფოსგან, ეს მისი სიტყვებია და აქ გასაგებია ის რას გულისხმობს, თუ ნატოში ჯერ პროცესი ვერ მიდის წინ, ასეთი გარანტიები უნდა მივიღოთო.

ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა, ძალიან ცნობილი ფიგურების მიერ წარმოებული, სულ სხვა კონტექსტზე, აქ კონტექსტია, რომ თურმე ზელენსკიმ დაღუპა უკრაინა. ანუ პუტინთან წინააღმდეგობა თურმე არის შეცდომა და თურმე ეს მსხვერპლი არის იმათ სინდისზე, ვინც საკუთარ თავისუფლებას იცავს, უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზეა საუბარი, ზელენსკიზე.

ზუსტად ის გზავნილი აქვთ, რაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჰქონდათ და რასაც აგრძელებენ – რომ თურმე საქართველოს ხელისუფლების ბრალია, როცა მტერი შემოგესევა, იმიტომ რომ უნდა დანებდე – ეს არის აქ კონტექსტი, აქ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

როცა ისინი ამ აბსურდულ პროპაგანდაში გვხვევენ, თან ოპოზიციას აბრალებენ, თქვენ დაიწყეთ ნეიტრალიტეტზე საუბარიო, თან სოციალურ მედიაში და არამარტო, ამ შიშზე დაფუძნებულ პროპაგანდას ეწევიან, ჩვენ უნდა ვთხოვოთ მედიას, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით დააფიქსირონ მათი პოზიცია, თუ ესენი არ არიან მათი პროპაგანდის ორგანოები, რატომ ვხედავთ მათ ყველა პროპაგანდისტულ ორგანოს სატელევიზიო ეთერში. რატომ არის მათი გზავნილები თანხვედრაში ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან ყოველთვის. კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ ვიმეორებ, რატომ არ გმობენ ამ კონკრეტულ ფიგურებს, რომლებიც ამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივ პროპაგანდას ეწევიან, რომ ხალხო ამათ ომი უნდათ, ნეიტრალიტეტს იმიტომ დათანხმდა ზელენსკი, რომ სისულელე ქნა, დაღუპა თავისი ერი და აქედან ჭკუა უნდა ვისწავლოთ თურმე ჩვენ და დავნებდეთ წინასწარ და მერე კადიროვის საბოგინო გავხდეთ, აი ამას ქადაგებენ და თქვან, რომ ეს საქართველოს მტრობაა. თქვან იმ სპიკერებმა – მდინარაძე თუ ვინც ჰყავთ, მრავალსახეობა რომ ჰყავთ ერთი სახის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა, თუ ქვეყანაში ვინმემ დაიწყო საუბარი საქართველოს ნეიტრალიტეტზე, ეს “ქართული ოცნება” და მისი ცნობილი სპიკერები არიან:

“უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში “ქართული ოცნების” წევრებისგან ხშირად გაიგებთ, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბარი ოპოზიციამ დაიწყო. ამ ნიაღვარს და ცრუ ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის.

თუ ვინმემ დაიწყო საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბარი ამ ქვეყანაში, არის “ქართული ოცნება” და მისი საყოველთაოდ ცნობილი სპიკერები. ისინი ამ აზრებს ავრცელებენ და ტესტავენ საზოგადოებაში არამარტო ნეიტრალიტეტის საკითხზე, არამედ უკრაინის წინააღმდეგ, პრეზიდენტი ზელენსკის წინააღმდეგ, ამავდროულად, ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს და საზოგადოებაში იმედგაცრუებას და დეპრესიას თესავენ ჩვენი დასავლელი მეგობრების, ნატოს და ევროკავშირის მიმართ.

ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ამ გზავნილებს “ქართული ოცნება” თავისი საზოგადოებისთვის ცნობილი სპიკერების სახით ავრცელებს – შალვა რამიშვილის, ნინო ჯღარკავას და ასე შემდეგ, რომელიც ღიად არის მიმართული ამ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მათთვის ნეიტრალიტეტი ზუსტად ამას ნიშნავს, ამ ქვეყნის წინააღმდეგ, პუტინისა და კრემლის სასარგებლოდ მიმართულ ნაბიჯს, რაც თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანა მთლიანად უნდა ჩაწვეს, ხმა არ ამოიღოს, არც საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნოს და, ამავდროულად, სხვები, ვინც იბრძვიან, უკრაინელი ერი და მისი ლიდერი დაამუნათოს, მაშინ როდესაც საკუთარ სუვერენიტეტს ებრძვიან.

თუ ეს ასე არ არის, როგორც “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ თვითონ არ სწევენ ნეიტრალიტეტის საკითხს, მაშინ რატომ დუმან  ამასთან დაკავშირებით და რატომ არ ეწინააღმდეგებიან მათსავე სპიკერებს და გზავნილებს. რატომ იხარშებიან ამ ყველაფერში და რატომ ავრცელებენ საზოგადოებაში ამ რადიკალურ გზავნილებს”, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g