LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უმრავლესობა მოსამართლეობის კანდიდატების ამ სიას მხარს დაუჭერს, უმრავლესობას დავტოვებ – ბექა ნაცვლიშვილი

nacvlishvili

ეს სია უნდა გაიწვიონ, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილ სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუ ამ სიას უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

“თუ ჩვენ ვაღიარებთ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ხასიათს და ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელისუფლება ეფუძნება სისტემას, რომელსაც ჰყავს თავისი მოსამართლეები, მაშინ, შესაბამისად, ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ გამწესებულები სასამართლოს დაბალ დონეზეც კი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ე.ი. ვამბობთ, რომ წინა ხელისუფლება იყო ერთ-ერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელიც არჩევნების შედეგად უბრალოდ დამარცხდა. საკითხი დგას შემდეგნაირად: ვაღიარებთ იმას, რისთვისაც ვიბრძოლეთ თუ უარვყოფთ. ეს დაპირისპირება, ცხადია, არის და ის გამოსულია გარეთ. რა სიმწვავე ექნება ამ პროცესს, ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ მოსამართლეების საკითხი ისევ იდგება დღის წესრიგში და ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება, ისევ თუ ამ ტიპის სია შემოვა, რა სიაც იყო შემოსული და უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ. ე.ი. ჩვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავება ამ მნიშვნელოვან საკითხზე,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტი დატოვა და განაცხადა, რომ სიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლობირებს. კობახიძე კი აცხადებს, რომ გუნდში განვითარებულ მოვლენებს სიასთან კავშირი არ აქვს.

მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

mazda magti 5g