LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ვინმემ მაწყენინა და ოდესმე საშუალება მექნება, აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს… ძალიან დიდი შეცდომაა და არ არის კარგი ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, განსაკუთრებით სამსახურში“ – თამთა ჭელიძე

520
თამთა ჭელიძე

მომღერალი თამთა ჭელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარ სისუსტეებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე საუბრობს.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ჟურნალ „თბილისელებიდან“.

„მორიელი ქალის ლექსიკონში მოუხელთებელი კაცი არ არსებობს, ისევე როგორც დაულაშქრავი მწვერვალი, ან მიუღწეველი თანამდებობა. მართლა ასეა?“

„მორიელს თუ რამე უნდა, იმას აუცილებლად გააკეთებს. როდესაც მიზანს დავისახავ, თუ მისი განხორციელება მინდა, ყველაფერს გავაკეთებ. თუ მეზარება, მაშინ საერთოდ არაფერს ვიზამ. მონდომება რთულია. სულ ერთი წამია ეჭვის შესატანად, თუ დავფიქრდი და ყოყმანი დავიწყე, მერე უკვე ცუდადაა საქმე. ე.ი. უკვე აღარ მინდა, მაგრამ თუ გადავწყვიტე, რომ რაღაც ძალიან მინდა, მიზანს აუცილებლად მივაღწევ. საერთოდ ყველაფერი იმ წუთას, დღეს კი არა, უკვე გუშინ მინდა. ძალიან სულსწრაფი ვარ. რაც ძალიან დიდ პრობლემას მიქმნის. გარშემო სხვა ადამიანები ვერ გყვებიან. არც არის აუცილებელი, რომ შენი ტემპი ჰქონდეთ. თუნდაც, სამსახურში რამეს რომ ვიტყვი და მინდა, ორ წამში გავაკეთო და გავაკეთებინო სხვასაც, იქნებ იმ სხვას, სულ არ უნდა ჩქარა მუშაობა, არ აქვს ასეთი მიზანი და ტემპი. ამიტომ მე თუ მინდა, რამე გავაკეთო, და თან ძალიან სწრაფად, ისევ და ისევ ჩემი რესურსით უნდა გავაკეთო. აქედან გამომდინარე ჩემ თავზე ყოველთვის ძალიან ბევრს ვიღებ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა და არ არის კარგი ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, განსაკუთრებით სამსახურში“, – ამბობს მომღერალი.

მან ასევე ისაუბრა შურისძიებაზე. მომღერლის თქმით, წყენას არასდროს ივიწყებს.

„არასდროს დავივიწყებ, თუ ვინმემ მაწყენინა და თუ ოდესმე საშუალება მექნება, აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს. მე რომც არაფერი გავაკეთო, რატომღაც ყოველთვის ისე ხდება, რომ თუკი ვინმე გულს მატკენს, ან უსამართლოდ მომექცევა, ის თავისას მალევე იღებს, ჩემგან არა, სამყაროსგან, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი არავისთვის მისურვებია. მაგრამ მეც თუ საშუალება მომეცემა, აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს იმისთვის, რაც გამიკეთა“, – ამბობს თამთა ჟურნალ „თბილისელებთან“.

თამთა ჭელიძის პირადი ბედნიერება: „გაგვიმართლა, რომ ერთმანეთს შევხვდით და ოჯახი შევქმენით. ისიც შოუბიზნესის წარმომადგენელია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g