LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმეს აქვს კითხვები, დასვან, მზად ვართ ვუპასუხოთ: კობახიძე “ნამახვანჰესის” პროექტზე

83
ირაკლი-კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მზად არიან, ყველას უპასუხონ, ვისაც “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი დისკუსიისთვის მზად არის და მხოლოდ ასეთ რეჟიმში შეიძლება გაგრძელდეს ურთიერთობა:

“ხელისუფლებამ არაერთგზის გამოხატა საკუთარი ნება, სურვილი, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე შეკითხვა, ამ შეკითხვებს უპასუხოს. ეს არის ჩვენი პოზიცია. რადიკალური ნაბიჯები რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. ჩვენ მზად ვართ, დისკუსიისთვის ყველასთან და მხოლოდ ასეთ რეჟიმში შეიძლება ჩვენი მხრიდან გაგრძელდეს ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, გაიმართოს კონსულტაციები კონკრეტულ ადამიანებთან, ვისაც აქვს კითხვები. თუ ვინმეს აქვს კითხვები პროექტთან დაკავშირებით, დასვან და მზად ვართ ვუპასუხოთ. ეს არის ყველაზე გონივრული და სწორი.” – თქვა კობახიძემ.

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ სურვილი ექნებათ, შევხვდები, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს: კუჭავა “ნამახვანჰესისი” აქციის მონაწილეებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g