LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის“ – ეკა სეფაშვილი

161
ეკა სეფაშვილი

„თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის – მათ სრული ინფორმაცია არ აქვთ და ეყრდნობიან რადიკალური ოპოზიციის და რადიკალური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც პირველი შემთხვევა არ არის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა, ეკა სეფაშვილმა შესაძლო სანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას სეფაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის რუსულ კანონთან შედარება პოპულიზმია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს.

კახა კინწურაშვილი: „ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! – ეს უნამუსობის ახალი საფეხურია!“

სუხიშვილები: „დღევანდელი რეჟიმი თავისი ფორმატით გვაშორებს თავისუფლების იდეას… ვშიშობ, რომ ეს კანონი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს აზრს შეუცვლის ჩვენს ქვეყანაზე“

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციების დაწესებისთვის რეალური არგუმენტები უნდა ჰქონდეს, თუმცა ის ვერც ერთი საბუთით ვერ დაამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.

ნინო წილოსანი მსახიობებზე: „საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი – სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების უსუსურობაზე მეტყველებს“ 

„რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება ვის დაასანქცირებს და ვის არა, თუმცა ამისათვის უნდა ჰქონდეს რეალური დასაბუთება და რეალური არგუმენტები.

რეალური არგუმენტები მათ ხელთ არ გააჩნიათ, ვერც ერთი საბუთით ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს კანონი რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ასე ჰაერზე, რა თქმა უნდა, ყველაფრის თქმა შეუძლიათ.

ჩვენ ვიხილეთ ზუსტად მსგავსი, მოსამართლეების დასანქცირება, როდესაც მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის.

მთავარი არის, რომ ჩვენ დავიცვათ დემოკრატიის პრინციპები და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. გამჭვირვალობა ევროპულია, დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილი: „როგორც ჩანს, ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით Facebook-ის სათავო ოფისთან შეკრული არიან“

პაატა მანჯგალაძე: „მგონი, „ქართული ოცნების“ ფანტაზია იქამდე არ მივიდა, რომ ცუკერბერგს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა დააბრალოს – იმედია, ვინმეს საღი აზრის ლოგიკა შერჩა“

magti 5g