LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ყოფილი შეყვარებული “ფეისბუქიდან”არ წაშალეთ, ფსიქოპათი ხართ, ან ნარცისი

438

თუ თქვენი ყოფილი მეგობარი მამაკაცი ან ქალი ჯერ კიდევ გყავთ “ფეისბუქის” მეგობრებს შორის, ან ნარცისი ხართ, ან – ფსიქოპათი.

ახალი კვლევის მიხედვით, ფსიქოპათები და ნარცისები ურთიერთობიდან სარგებელს საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგაც იღებენ.

მკვლევარებმა კითხეს ადამიანებს, რატომ რჩებოდნენ ყოფილი შეყვარებულების მეგობრად „ფეისბუქზე“ და სხვა სოციალურ ქსელებში. ამასთან, გააკეთებინეს ტესტები, რომლითაც მათი „ბნელი პიროვნული თვისებების“ განსაზღვრა მოხდებოდა, მათ შორის ფსიქოპათიისა და ნარცისიზმის.

გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობა ამბობს, რომ „ფეისბუქზე“ ყოფილი შეყვარებულის მეგობრად დატოვება მათში სენტიმენტალურ გრძნობებს აღძრავს, მამაკაცების დიდი ნაწილი კი სექსსა და პრაგმატულობას ასახელებს. ამ მიზეზების უმეტესობა ფსიქოპატებსა და ნარცისებს მოჰყავდათ არგუმენტად.

„ადამიანები, რომლებსაც ბნელი პიროვნული თვისებების მაღალი მაჩვენებელი გამოავლინდათ, მეგობრებს სოციალურ ქსელებში სტრატეგიული მიზნით არჩევენ,“ – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ასე რომ, თუ თქვენს ყოფილ მეგობარს ფსიქოპათიურ, ან – ნარცისულ თვისებებს ამჩნევთ, დატოვეთ ურთიერთობა წარსულში და მისი თხოვნა „მეგობრებად დავრჩეთ“  არ გაითვალისწინოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g