LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, პიკურ მაჩვენებელს არ მივაღწევთ: ეზუგბაია

90
მარინა ეზუგბაია

“ვერ გეტყვით, პიკი როდის იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და გარკვეულწილად დაიცავენ იმ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია, რათა ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ”, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ინფიცირების შემთხვევების მატება კვლავ აღინიშნება.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, ეს მაჩვენებელი კატასტროფული არ არის და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას ისეთი აუცილებელი წესების დაცვისკენ, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა:

“ეს ციფრები ყოველთვის არ არის რეალობასთან დაკავშირებული. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ტესტების რაოდენობას უკავშირდება. 500-600 შემთხვევა, ძირითადად, დასვენების დღეებშია, როცა ტესტირების რაოდენობა არ არის მაღალი – კორელაციაშია ერთმანეთთან. თუ ამას გავასაშუალოებთ, ძირითადად ერთნაირად მიდის.

არის ტენდენცია მატების, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის და კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე, ​შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობით მატებაზე, ამისთვის აუცილებელია წესების დაცვა, რეკომენდაციების სრულად შესრულება, პირბადე, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა. მოლოდინი არ მაქვს მაღალი. მოქალაქეების, თქვენი, პირადად ჩემი პასუხისმგებლობა თუ გაიზრდება და ჩვენ რეგულაციებს შევასრულებთ სწორად, დავიცათ ყველა რეკომენდაციას, რომელიც სახელმწიფოს მიერ მოწოდებულია შეზღუდვებთან დაკავშირებით, ჩვენ პიკურ მაღალ მაჩვენებელს არ მივაღწევთ.” – თქვა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ პიკურ მაჩვენებელზე გუშინ ასევე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მადგილემ თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ მაისის შუა რიცხვებში, კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი.

ამ დროისთვის ქვეყანაში ეპიდვითარება ასეთია: ბოლო 24 საათში, დაინფიცირდა 1 806 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 144, გარდაიცვალა 20 პაციენტი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4 287 პირი.

mazda magti 5g