LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტუჩების მეფე“- ბრიტანელი ბლოგერი, ჯორდან ჯეიმს პარკი 34 წლის ასაკში, მორიგი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა

800
page

ბრიტანელი ბლოგერი, ჯორდან ჯეიმს პარკი, რომელიც მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციების გამო „ტუჩების მეფის“ სახელით იყო ცნობილი, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უგონო მდგომარეობაში ლონდონში, სასტუმროში, Lincoln Plaza London იპოვეს.

გამოცემა The Sun იუწყება, რომ გარდაცვალება, სავარაუდოდ, მორიგ ბიუთი-პროცედურას უკავშირდება. კონკრეტულად რომელი ჩარევა გახდა ფატალური, ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, პარკი 18 თებერვალს გარდაიცვალა, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მან კიდევ ერთი კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა.

საქმეზე დააკავეს ორი პირი, 43 წლის მამაკაცი და 52 წლის ქალი, თუმცა მოგვიანებით ისინი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

ჯორდან პარკი წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა საკუთარი დამოკიდებულების შესახებ პლასტიკურ ქირურგიასა და კოსმეტიკურ ჩარევებზე. მისი კერპი იყო კიმ კარდაშიანი, სწორედ მისი მსგავსად გარეგნობის მიღწევას ცდილობდა ის.

ბლოგერს დაახლოებით 50-მდე ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და მიზნად „იდეალური გარეგნობის“ მიღწევას ისახავდა.

ჯეიმს პარკის სიკვდილი დიდ ბრიტანეთში ესთეტიკური მედიცინის რეგულაციებსა და უსაფრთხოების სტანდარტებზე ახალ დისკუსიას იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები