თინა ხიდაშელი “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“იმათთვის ვინც ექსპერტიზას ელოდება. მთავარი კითხვები რომელიც სინამდვილეში უნდა დაისვას შემდეგია: რომ არა 5 ივლისის ძალადობა და დაზიანებები, დადგებოდა თუ არა სიკვდილი იმ კონკრეტული მიზეზით როგორც დადგა სიკვდილი.
ეს არის მთავარი კითხვა რაზეც სასამართლო ექსპერტიზამ უნდა გვიპასუხოს.
თუკი 5 ივლისის მასობრივი ძალადობის გამო, ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკს იყენებდა საავადმყოფო, რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო? 8-ში თუ ნარკოტიკი ჭორდებოდა 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება?
რატომ გაწერეს იმ დაზიანებების მქონე პაციენტი, რა პირობებით და რა მდგომარეობაში?
კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი – დადგებოდა თუ არა სიკვდილი რომ არა 5 ივლისის ძალადობა?
ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ნულია ყველა ექსპერტიზის ფასი და მხოლოდ გარდაცლილის დისკრედიტაციას ემსახურება”, – წერს ხიდაშელი.
