თუკი ახალ წესებს არ დაემორჩილებით, WhatsApp ყველა უფლებას წაგართმევთ. აპლიკაციის მომხმარებლებს უკვე 15 მაისიდან მოუწევთ ახალი წესების გათვალისწინება. WhatsApp და „ფეისბუქი“ ერთმანეთს დაუკავშირდება.
მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ საკუთარი ინფორმაციის „ფეისბუქთან“ გაზიარება ანგარიშები არ წაეშლებათ, თუმცა აპლიკაციის უმეტესი ფუნქციებით ვეღარ ისარგებლებენ.
პირველ რიგში წვდომა ჩათზე დაიკარგება, აპლიკაცია მიმოწერის საშუალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემთ, თუ კი სხვა თქვენ პირველს მოგწერთ. რამდენიმე კვირის შემდეგ კი აპლიკაცია მესიჯებისა და ზარების მიღების ფუნქციასაც დაკარგავს.