LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი დღეს თავს ვიწონებთ, რომ არ ვკეტავთ ეკონომიკას, ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც აიცრა – თურნავა ვაქცინაციაზე

88
imedinews-40

ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა, შევებრძოლოთ პანდემიას და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები აქტიურად არიან ჩართული თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესში –  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესზე დასწრებისას განაცხადა.

„ვცდილობთ, წავახალისოთ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების, ტურიზმის, ვაჭრობის სფეროში წარმოდგენილი კომპანიები, იყვნენ ვაქცინირებული და ამ გზით დაიცვან ვირუსისგან როგორც საკუთარი თავი, ასევე საკუთარი მომხმარებელი.  აქედან გამომდინარე, მისასალმებელია „ვისოლ ჯგუფის“ ინიციატივა, რომ ორგანიზებულად, ერთიანად აცრას თანამშრომლები“, – აღნიშნა ნათია  თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მისასალმებელია, რომ ბევრი დიდი კომპანია, მათ შორის ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა მიყვებიან ამ პრაქტიკას და აქტიურ რეჟიმში ორგანიზებულაც ახორციელებენ თანამშრომელთა ვაქცინაციას.

„ეს არის ჩვენი გადარჩენა და იმის საფუძველი, რაზეც ჩვენ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ვაშენებთ. თუკი დღეს თავს ვიწონებთ, რომ არ ვკეტავთ ეკონომიკას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, მათ შორის იმით, რომ საკუთარი მაგალითით მოუწოდებენ სხვებს აცრისკენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g