ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს დღეს, 14:00 საათზე მივიდნენ კანცელარიასთან, სადაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას გამართავენ.
ნინო ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ „ამ სინდრომის ბავშვები, როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს“.
„მე მესმის, ადამიანები დაიღალნენ და აღარ აქვთ ბრძოლის უნარი, ზოგს საერთოდ არც უცდია ბრძოლა, მიყვება დინებას და თვლის, რომ მაინც ვერაფერს შეცვლის, ან უარესობისკენ შეცვლის.
ერთადერთი, ვისი შეჩერებაც ბრძოლის გზაზე შეუძლებელია, მშობელია. მით უმეტეს, თუ ეს მისი შვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება. ხოდა, ვინც თვლით, რომ ხართ კარგი მშობელი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე, დავეხმაროთ შვილების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამნეტის მოთხოვნით მდგომ ადამიანებს.
თუკი გვეუბნებიან, რომ ერთად უნდა გავიჭირვოთ, რომ კარგი გზები გვქონდეს, ჩვენი ფულიდან უნდა ფინანსდებოდეს კონცერტები, თუნდაც კარგი, მე მინდა, იმ გზაზეც თავაწეულმა ვიარო და კონცერტზეც სიამოვნებით წავიდე და არ მაწუხებდეს იმის განცდა, რომ შემეძლო და ვერ დავეხმარე.
დღეს, 2 საათზე კანცელარიასთან მივიდეთ ყველა, მივხედოთ ბავშვებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს.
გთხოვთ, გემუდარებით. დღეს 2 საათზე კანცელარიასთან“, – წერს ნინო ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უწყვეტ აქციებს აანონსებენ.
დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, მისი შემოტანისთვის საჭირო პროცედურები დაიწყოს.
მე მესმის, ადამიანები დაიღალნენ და აღარა აქვთ ბრძოლის უნარი, ზოგს საერთოდ არც უცდია ბრძლა, მიყვება დინებას და თვლის, რომ…
Posted by Nino Zautashvili on პარასკევი, 21 აპრილი, 2023