LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი თქვენ იმდენად სულელი ხართ, რომ დალიოთ და ამის შემდეგ საჭესთან დაჯდეთ, ეს მუსიკა საუკეთესო საჩუქარია

45

კანადაში ნასვამ მძღოლებს განყოფილებაში Nickelback-ის მუსიკის ფონზე წაიყვანენ.

ვარაუდობენ, რომ Nickelback-ის ალბომის Silver Side Up-ის მუსიკის მოსმენა ნასვამ მძღოლებს გამოაფხიზლებს და მომდევნო ჯერზე ტაქსით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ. Nickelback-ის მუსიკას კანონდამრღვევებს საპატრულო ავტომობილებში ჩაურთავენ.

”თუკი თქვენ იმდენად სულელი ხართ, რომ დალიოთ და ამის შემდეგ საჭესთან დაჯდეთ, მაშინ ჩედ კრიუგერისა და მისი ჯგუფის მუსიკის მოსმენა თქვენთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება”, – განმარტავენ სამართალდამცავი ორგანოები.