LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუკი უნდათ რაიმე სითამამე გამოიჩინონ, გაცილებით მარტივი პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნებოდა“ – აქვს თუ არა უკრაინას ალიანსში დაჩქარებული წესით მიღების შანსი

93
BeFunky-collage (2)

„ერთია რა მოლოდინი გვაქვს ნატოს მხრიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორ იმოქმედებს, რა ტიპის პასუხი იქნება უკრაინისთვის და მეორე, სამწუხაროდ, უფრო მნიშვნელოვანი, რა იქნება ორმხრივ ურთიერთობებში ნატოს წევრი, სკეპტიკოსი ქვეყნების პოზიცია“, – ასე ეხმაურება ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნატოში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების შესახებ უკრაინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უახლოვდება ნატოს სტანდარტებს, თუმცა რეალისტურად, მანამ, სანამ რუსეთთან ოკუპაციის საკითხი არ ამოიწურება, უკრაინას ნატოში არ მიიღებენ.

ზელენსკი: უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატოს დაჩქარებული წესით მიმართავს

თინა ხიდაშელის განცხადებით, უკრაინის მცდელობა და სითამამე ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ უკრაინას ალიანსში დაჩქარებული წესით მიიღებენ, როგორც ეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა.

„მიუხედავად იმ კატასტროფისა, რაც მათ და ყოველი ჩვენგანის თვალწინ ვითარდება, სკეპტიკოსი ქვეყნები მაინც რჩებიან სკეპტიკოსებად და ჩვენ ეს ვნახეთ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ უკრაინასთან მიმართებით.

არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს [სკეპტიკოსი] სახელმწიფოები მზად არიან, რაიმე სხვა ტიპის თამამი გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მეტიც, თუკი უნდათ რაიმე სითამამე გამოიჩინონ, მათთვის გაცილებით მარტივი, სრულფასოვანი პოზიცია იქნებოდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება. საქართველოსი, რომელსაც ამ წუთის მდგომარეობით, ეფექტური სამხედრო ოპერაცია არ აქვს.

ამიტომ გაცილებით ადვილია ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ განვმეორდები, პირადად მე, არ მაქვს მოლოდინი და არანაირი საფუძველი, რომ დღეს ისინი ამისთვის მზად არიან. შესაძლოა, პროცესი დააჩქაროს“, – აღნიშნა მან.

გადაცემის წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სკეპტიკოს ქვეყნებში გერმანიას და საფრანგეთს მოიაზრებს. ამ აზრს კი უმყარებს საფრანგეთის მიერ გაცხადებული ინიციატივა ახალი ტიპის „პოლიტიკური ევროპული თანამეგობრობის“ შექმნის შესახებ.

„ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება სრულიად უპერსპექტივო და არასწორი ხედვიდან გამომდინარე, რომელიც მათ ჰქონდათ, იმისათვის, რომ ახალი წევრი სახელმწიფოების ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სვლა შეეჩერებინათ და რაღაც ახალი კონცეფცია შემოგვთავაზა [ემანუელ მაკრონმა].

ჩეხეთის ინიციატივით, რომელიც არის ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა, უნდა გამართულიყო ევროკავშირის და ნატოს ერთობლივი სხდომა, სადაც სწორედ ინტეგრაციულ პროცესებზე უნდა ყოფილიყო საუბარი და რომელიც, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით დაიბლოკა, რადგან მან ეს დაინახო როგორც საფრთხე მისი იდეის, რაღაც „პოლიტიკური ევროპული თანამეგობრობის“ შექმნის გზაზე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

„მთელი პოლიტიკური დისკუსია გადასულია – აი, გაჯობე, გაჯობე და 17 კაცმა ფეისბუკზე ტაში დაგვიკრა.. ერთი რამ, რასაც სააკაშვილს ვერ დავუკარგავთ, ყოველთვის იცოდა ბოლო წერტილი“ – თინა ხიდაშელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g