LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტუნერებმა Mercedes-AMG GT S-ის უფრო სწრაფი ვერსია წარმოადგინეს

52

გერმანულმა ტუნინგ-ატელიემ Piecha Design, ახალი პროექტი წარმოადგინა. აღნიშნული პროგრამის წყალობით, ავტომოყვარულებმა სუპერქარის Mercedes-AMG GT S-ის სახეცვლილი ვერსია იხილეს. კუპე გახდა გაცილებით სწრაფი და მოქნილი.

მოდელი აღჭურვილია ტვინ-ტურბო, რვა ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 510 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და 650 ნმ ბრუნის სისწრაფით ხასიათდება. კუპეს 100 კმ/სთ სისწრაფის განვითარება 3.7 წამში შეუძლია, რაც 0.1 წამით მეტია Mercedes-AMG GT S-ის სტანდარტულ ვერსიაზე. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ სიჩქარით განისაზღვრა.

ახალმა მოდელმა აეროდინამიკური ზედაპირი და განსხვავებული სპლიტერი მიიღო. მოდელის ჩონჩხი აწყობილია სპეციალურად შემუშავებული ნახშირბადის ტექნოლოგიით, რისი წყალობითაც მოდიფიკაციის წონა მისი სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით შემცირდა. გარდა ამისა, კუპე დაკომპლექტებულია 19 და 20 დიუმიანია დისკებით, რომლებიც კომპანია Yokohama Advan Sport-ის მიერაა დამზადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები