ამერიკული ავიალაინერის მგზავრებმა ძლიერი ტურბულენტობის შედეგები გადაიღეს. ავიაკომპანია Americans Ariliens-ის ხომალდი ფილადელფიაში მიფრინავდა და მანამ სანამ აეროპორტს მიუახლოვდებოდა, ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. მგზავრების მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტურბულენტობამ სალონში ნამდვილი აერეულობა გამოიწვია. აქეთ-იქით მიმოყრილი ნივთების გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ სამმა მგზავრმა და ბორტის შვიდმა წევრმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს და ისინი დაჯდომისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის დროს თვითმფრინავში სულ 287 მგზავრი იმყოფებოდა.